logo
ENG



ბოკერია "ქართულ მარშზე": ესენი არიან პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები

08 ნოე 201912:21
3 წუთის საკითხავი
 
mjheulyrpekny0t.png

კინოთეატრ ამირანში დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე დეპუტატები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე საუბრობენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დაცული იქნება ყველას გამოხატვის თავისუფლება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს მოქმედების თავისუფლება ხელისუფლებამ და ივანიშვილის რეჟიმმა მისცა. 

"ყველა ეს ჯგუფები არიან სასულიერო პირები, რომლებიც ამ კამპანიას აგორებენ. ეს პირველად არ ხდება. ესენი არიან პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები. ეს ხალხი გათავხედდა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად რადგან ივანიშვილი მატ იყენებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ადამიანების თავისუფლების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს.

 


close დახურვა